IX დღე
დასაწყისში განვიხილეთ გეგმის საწავლო პროცედურები.შევქმენით შეფასების რუბრიკა.ვიმუშავე მოსწავლეთა დიფერენცირებული სწავლებისთვის განსხვავებული სიძლიერის სქემებზე.
ბლოგზე ავტვირთე ჩემი პორტფოლიო.
დიდი მადლობა რუსუდანს, ჩვენს ტრენერს, მშვიდი და დაუზრელი მუშაობისათვის.
VIII დღე
დღეს ვისწავლე მასალების ბლოგზე ატვირთვა. ავტვირთე პროექტის ბუკლეტი და პრეზენტაცია.
ვიმუშავეთ გეგმის შაბლონზე, შევაჯერეთ გეგმა თავიდან ბოლომე.ვიმუშავეთ მოსწავლის შეფასების მახასიათებლებზე.
VII დღე
დღეს გავაკეთეთ მოსწავლის გაზეთის პრეზენტაცია. ვისწავლე დიაგრამის ჩასმა ვორდის ფურცელში.ვიმუშავე შეფასების სტრატეგიებზე, კერძოდ,თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წახალისება.მოვარგეთ ჩვენს სამუშაო გეგმას.განვიხილეთ კოლაბორაციული შეფასება სახელმძღვანელოდან.
VI დღე
PowerPoint-ში გავაკეთე პრეზენტაცია ჩემი თემის ირგვლივ. ვისწავლეთ პრეზენტაციის სლაიდზე ვორდის დოკუმენტის მიმაგრება..მოსწავლის ნაშრომზე, ჩამოვტვირთეთ მოსწავლის ნიმუშების შაბლონები და გავეცანით მათ. ვისაუბრე პროექტის მსვლელობისას წარმოქმნილ ძირითად აქტივობებზე
V დღე
დღევანდელი დღე კიდევ უფრო დატვირთული იყო სიახლეებით. დღეს განვიხილეთ წინარე ცოდნისა და შეფასების სტრატეგიები, მოვარგე ჩემს თემას.
განვიხილე განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება; განამვითარებელში 4, ხოლო განმსაზღვრელში 1 მიზანი და თოთოეული მიმოვიხილეთ დეტალურად.
ვიმუშავე შეფასების გეგმის პირველ ეტაპზე.
არ დავიშურებ რუსასთვის უამრავ მადლობას მოთმინებისათვის და გულისხმიერებისათვის.
IV დღე
ვისწავლე ბლოგის შექმნა და გარკვეული საწყისი ნაბიჯები გადავდგი ამ საკითხთან დაკავშირებით. გავაგრძელე მუშაობა პროექტის გეგმაზე ( უფრო კონკტრეტულად კი შევავსე მიზნებისა და შედეგების გრაფა;ვიმსჯელეთ და შევავსეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები)
დღევანდელი მუშაობა დამეხმარება მშობლებთან ურთიერთობაში, მათთვის თვალსაჩინო იქნება ჩემი გეგმებისა და ჩატარებული სამუშაოების შესახებ.
დღევანდელი დღე საინეტერსო და სიახლის მომცემი იყო..
მადლობა გულისხმიერ რუსკას...III დღე
დღეს გავაკეთეთ ბუკლეტის პრეზენტაცია.ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე. ხელი შეგვიშალა ინტერნეტის არქონამ, მაგრამ ტელეფონში არსებული ინტერნეტის საშუალებით შევასრულეთ ჩვენი სამუშაო. შესწავლილი მასალა საინეტერსო და მსიშვნელოვანია პროექტზე მუშაობისას.
II დღე
No comments:
Post a Comment